logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: შეგვიძლია ვივარაუდოთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები...
- +

24 მაისი. 2016. 00:59


„მეგობრებო! საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილია სცენარი, რის მიხედვითაც მზადდება ხელისუფლების გადაბარების პროცესი!"-  „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ხელისუფლების წინასაარჩევნო გეგმებზე საუბრობს.


„ქართული ოცნება" ფაქტიურად საკუთარი ხელით იტარებს ხარაკირს და მრავალი მიზეზის გამო, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა."- ტომარაძის თქმით, ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები დაფიქრების მიზეზს იძლევა, ხოლო პარალელურად განიხილება რევოლუციური, „მაედნის" სცენარიც...



„არჩევნების შედეგად ხელისუფლება უნდა აღმოჩნდეს ლიბერალური ძალების ხელში. ალბათ ბევრი თქვენგანი ხვდება, რომ "ქართული ოცნება" ფაქტიურად საკუთარი ხელით იტარებს ხარაკირს და მრავალი მიზეზის გამო, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ? რომელ ჭკუათმყოფელს სურს საკუთარი თავის დისკრედიტაცია? საქმე იმაშია, რომ ამ მზაკვრული გეგმის შესახებ წარმოდგენა არა აქვს "ქართლი ოცნების" 99,9% და ისინი მხოლოდ ბუტაფორიის როლს თამაშობენ.


განვიხილოთ ბოლოდროინდელი ფაქტები:


1."ქართული ოცნების" მიერ პოლიტსაბჭოში ისეთი პირების შეყვანა, რომლებიც აშკარად დაასუსტებდნენ მას. დავით კოღუაშვილის განცხადებას საზოგადოების უმრავლესობამ სულელური უწოდა, მაგრამ ეს სულელური კი არა მიზანმიმართული ქმედება იყო "ქართული ოცნების" დასასუსტებლად, რომელიც იმ სცენარის ნაწილია რაზეც ვსაუბრობთ.


2. სოფელ კორცხელში ნაცემი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი. 9 წლის მანძილზე გაწამებული ხალხისგან ასეთი რეაქცია ბუნებრივია. თუმცა ხელისუფლებას ნაცმოძრაობის წევრების სამართლებრივი გზებით დასჯის ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა 4 წლის მანძილზე!!! რაღა მაინცდამაინც ახლა? საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოთხი ოლქიდან ორში ნაცმოძრაობასთან დამარცხების ფონზე???


3. მართალია რესპუბლიკელებმა კოალიცია დატოვეს, მაგრამ ისინი კვლავ იკავებენ 3 მინისტრის სავარძელს (მათ შორის თავდაცვის). სად გაგონილა ოპოზიციაში მყოფი პარტია, ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდეს და თან მინისტრის თანამდებობებს იკავებდეს, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანის, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო!!!


4. ამავე სცენარში ჯდება ტრანსგენდერი მაცაცოს მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში ფაქტიურად ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება. თუ გავითვალისწინებთ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის პოლიტიკურ წარსულს, ეს ადვილად შესაძლებელია მოხდეს და სწორედ საარჩევნოდ სექტემბერში. ეს ყოველივე კი ხელისუფლებას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს და ლიბერალური ძალების წისქვილზე დაასხავს წყალს.


5. მაინც ვინ მოიაზრებიან ლიბერალურ ძალებში?


ნაციონალური მოძრაობა+რესპუბლიკელები+ალასანია+ბურჭულაძე+გირჩი.


მართალია მსოფლიო პოლიტიკური პროცესები ცვალებადია და დინამიური, თუმცა ზემოთთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები:


ლიბერალური ძალები - 45-50%

ქართული ოცნება - 30-35%

პატრიოტთა ალიანსი - 10%

დემოკრატიული მოძრაობა 7%

დანარჩენი - 3%


P. S. ასევე განიხილება რევოლუციური, "მაედნის" სცენარიც..."- წერს ტომარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×