logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: 1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ, უნდა დაფიქრდე
- +

11 თებერვალი. 2019. 13:33

 

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ და სხვა ემიგრანტები კი სალანძღავად მოგივარდებიან, უნდა დაფიქრდე. უზარმაზარი დროშით ჩავარდნის დაფარვა ცალსახად კრეატიულია, მაგრამ მაინც მივხვდით, რომ დროშის ქვეშ არავინ იჯდა. მთავარი კი ისაა, რომ ახალი არაფერი თქმულა - კვლავ ალიაქოთი, დაძაბულობა, ტყუილების კორიანტელი და აგრესია ანუ ყველაფერი ის, რაც ქართველ ხალხს არ აინტერესებს. „ნაციონალებს“ ახალი ლიდერი სჭირდებათ. მაგალითად მაჭუტაძე ან ნუგზარ წიკლაური. ცნობისთვის: 2004-2012 წლებში საქართველო 700 000 ადამიანმა დატოვა, ხოლო 2014-2018 წლებში მოსახლეობა 100 000-ით გაიზარდა  (წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი)“, - წერს გოგავა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×