logo_geo
eng_logo
ბაია ამაშუკელი: ვაშაძემ, იქნებ, მის ბელადს ჰკითხოს, პალე დე კონგრესის შენობაში შეხვედრისთვის ფართი როგორ დაუთმეს?!
- +

11 თებერვალი. 2019. 13:51

 

 

პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ლიეჟში „შემთხვევით“ მოხვედრილმა ვაშაძემ, იქნებ, მის ბელადს ჰკითხოს, მოქალაქეობის არმქონე „მსოფლიო მაწანწალასა და ვიგინდარას“ პალე დე კონგრესის შენობაში შეხვედრისთვის ფართი როგორ დაუთმეს და თავადაც გაიხსენოს და მასაც გაახსენოს, რა ბედი ეწია უცხოეთში გაქცეულ ტროცკის, რომელიც სააკაშვილის („ვარდების რევოლუციის“) მსგავსად, უცხოეთიდან დაფინანსებული ფულით, ჯერ „პროლეტარული რევოლუციის მამამთავარი“ გახლდათ, ქვეყნიდან გაძევების შემდგომ კი, გამუდმებით პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავდა და რა შედეგი მოუტანა 7 ნოემბერს მომწამლავი გაზის გამოყენებამ?!

 

ემიგრაციასაც, „წელებზე ფეხის დადგმით“ ნაშოვნი და სააკაშვილისთვის ჩასარიცხი ფული რომ არ გააჩნია - ეჭვი ვის ეპარება?! თუ რაიმე თანხას შოვნას აპირებს, ან საქართველოდან კეზერაშვილის გატანილი მილიონები იგულისხმა, ან სავარაუდოდ, ის ტრანსნაციონალური ფონდები დაფინანსებენ, ვინც „ვარდების რევოლუციაში“ გაუწიეს ფინასური დახმარება.

 

თავის მოჭრას რაც შეეხება, ბატონო ღრიღოლ, უცხოეთში წასულმა ქართველმა ემიგრანტებმა სწორედაც რომ კარგად იციან „მამლუქიდან“ ის ფრაზა, რომლის ციტირებისას, სააკაშვილმა მორიგი უვიცობა გამოამჟღავნა: „როგორც რომან მამულუქშია- „არც ის იყო ის და არც ეს იყო ისო?!“ და რაბათის ციხესთან „ვეფხისტყაოსნის“ „უბადლო ციტირების“ შემდეგ, კიდევ ერთხელ მოიჭრა ისედაც საქვეყნოდ მოსაჭრელი თავი...თუმცა, ეს წამოცდენაც, „საქართველოსადმი მისი უკიდეგანო სიყვარულისა და ეროვნულობის“ დასტურად უნდა მივიჩნიოთ. ვინაიდან, თავად ვერ გარკვეულა, რომელია მისი სამშობლო, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა ეროვნებისაა?!.

 

პრეზიდენტობის დროსაც ხომ ხან „სომეხი ვარო“, - გაიძახოდა, საბერძნეთში - „ელინი“ ხდებოდა, უკრაინაში - უკრაინელი.... ეს მართლა „ უსამშობლოო ისა“- ესა?!- წერს ამაშუკელი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×