logo_geo
eng_logo
მანუჩარ კაჭახიძე: თემურ შაშიაშვილის გეშინია და შენით გაბოროტებულ ხალხს მოუსმენ და იმათი მთავრობა გახდები როდესმე?!
- +

11 თებერვალი. 2019. 17:23

 

 

ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი თემურ შაშიაშვილის გეშინია და რეპრესირებულ, შენით გაბოროტებულ ხალხს მოუსმენ და იმათი მთავრობა გახდები როდისმე?! როგორც დიდი გოგი წულაია იტყოდა, დროშა არ ეყოთ, თორემ ცარიელად დარჩენილ სკამებზეც გადააფარებდნენ.

 

ჩემთვის, შაშიაშვილის პატიოსნება დრომ დაადასტურა, 2004 წლის იანვარში ხელი ექავებოდათ მის დაჭერაზე, თავად მომიგზავნეს ხალხი, კომპრომატებს ვეძებთო, ვერც კორუმპირებულობა დაუდასტურეს და ვერც მის მიერ მიღებული გადაცდომილი გადაწყვეტილება, თორემ კარგად მახსოვს, რკინიგზის ვაშაკიძესავით, პომპეზურად და სამაგალითოდ სურდათ მისი დაპატიმრება.

 

ჟვანია ცოცხალი არ არის, თუმცამ ის ადამიანი ხომ მაინც ცოცხლობს, ვინც მე მომიგზავნეს?

 

ხო, აჭარაში, ერთ მაღალჭერიან დარბაზში ჩემთვის შეპირებული 20 ათასი დოლარიც მახსოვს, ერთი სულელური ბრალდების დაბეჭდვისთვის რომ მპირდებოდნენ.

 

და ამ ყველაფრის ფონზე, კადრებში ნახავდით, ის პატარა გოგო რა მონდომებით „მიარბენინებდა“ შაშიაშვილს გარეთ... აი, მანდ გამოჩნდამ რამდენად „მსოფლიო ქართველთა კონგრესიც“ გამოგივიდათ, თორემ ნამდვილი კონგრესი მაშინ უნდა გენახათ, ქუთაისში რომ ჩატარდა ამ 25 წლის წინათ, მსოფლიოში გაბნეული ქართველობა, ალიას ასული მთელი ებრაელობის ჩათვლით, ერთ დაძახებულზე რომ ჩამოვიდნენ ქუთაისში.

 

P.S. დარბაზი ვერ შეავსეს!“ - წერს კაჭახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner