logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: გინდა, არ გინდა, უნდა ვთქვა და დავწერო ის, რაც სათქმელია
- +

22 თებერვალი. 2019. 16:11

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„გინდა, არ გინდა, უნდა ვთქვა და დავწერო ის, რაც სათქმელია...

2012 წლიდან ვარ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის მომხრე და გულშემატკივარი. როდესაც დადგა 1 ოქტომბერი, პირველად მაშინ ამოვისუნთქე შვებით. ემოციები ჩაცხრა და უკვე მოვლენებს ემოციის გარეშე ვუყურებდი.

როცა ნაცებმა პრაქტიკულად კონსტიტუციის წესრიგის დარღვევით ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება 2003 წელს, მაგრამ უსისხლოდ, მოვლენა საერთაშორისო ინსტიტუტებმა დადებითად შეაფასეს და მიიღეს. სააკაშვილს მაშინ 96 %-მა გამოუცხადა ნდობა. მე დანარჩენი 4 % გახლდით.

 

მოგვიანებით მივიღე ის რეალობა, მაგრამ 9 წლის მერე უსისხლოდ და ხავერდოვნად მოსულებმა ბევრი სისხლი დაღვარეს, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ახეული ქონებები, სახელმწიფო რეკეტში მყოფი მოსახლეობა, 300 000-მდე პატიმარი, 715 დახოცილი პატიმარი. ათასობით გაუბედურებული ოჯახი და თავის საშველად გადახვეწილი ემიგრანტი! 2008 წლის საშინელი ომი და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული ათასობით ოჯახი.

 

ის რეფორმები, რითაც თავს იწონებდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაატარეს. ფაქტია, რომ მხოლოდ 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 3 მილიარდამდე იყო, ის, რაც ვიცით. რაც არა, ის კიდე სხვა თემაა.

 

2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნება“ იღებს მართვის სადავეებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ პრეზიდენტი ერთი წელი ისევ სააკაშვილია, ქალაქის მერი გიგი უგულავა და მართვის და ხელისუფლების დათმობის სურვილი.

 

2012 წლის მერე ბევრი ჩემოდნით გადავიდა საზღვარზე, მოგვიანებით ნაწილი ისე დაბრუნდა, თითქოს არაფერი. მათ ვერ მიიღეს ტირანული მმართველობა, რომლის შიშით გაიქცნენ, ხალხმა კი ვერ მიიღო სამართლიანობის კანონით აღდგენის შესაძლებლობა.

 

ფაქტი ისევ ჯიუტია, მაგრამ ვერ ააშენებ ნორმალურ სახელმწიფოს ,,მოკალი, გადააგდეს'' პრინციპით, ვერ შექმნი ნორმალურ ცხოვრებას ტერორით, ვერ გააჯანსაღებ საზოგადოებას კეთილგანწყობის გარეშე.

 

კეთილგანწყობა სისუსტედ მიიღეს - 2012 წლიდან დღემდე ჩვენ ვხედავთ არაერთ მცდელობას, მოხდეს საუკუნის ქველმოქმედის ივანიშვილის დისკრედიტაცია, როგორმე მიწასთან გაასწორონ მისი ღვაწლი. და ამას არა მარტო ოპონენტები, სამწუხაროდ, მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანები და თანაგუნდელები აკეთებდნენ და აკეთებენ!

 

მოხდა არაერთი ლუსტრაცია, არაერთი ხარბი და გაუმაძღარი პატიოსანი ვიხილეთ! ვხედავთ!

ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რაც დღეს პარლამენტში ხდება, ეს მოსალოდნელი იყო და ეს არ იცოდა გუშინ, დღეს გაბრაზებულებმა? თუ მთავარი თბილი სკამი გავლენა და მოულოდნელი სიმდიდრეა? არის, კი!

 

ეს არ მოხდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. მოხდებოდა უარესი!!! დიახ, მოხდებოდა და ამისთვის ემზადებოდნენ გამწარებულები და უნისონში ოპონენტებთან ჩუმად! რასაც ვერ ერევიან, ხალხის ნებაა, ხალხის ნდობაა, რომელიც არ გააჩნიათ და ვერ მოიპოვეს!

 

სასამართლო პრობლემა და ეს მოსამართლეები 2012 წლიდან იყვნენ, აი მაშინ უნდა გაბრაზებულიყო ეკა ბესელიაც და სხვაც. პროკურატურასთან და ვიღაც-ვიღაცეებთან ალიანსს აჯობებდა, მაშინვე გეზრუნათ სამართლებრივი ფორმებით ამაზე. კოალიციაში შემავალმა ტიპებმა და „ოცნებაშიც“ მყოფებმა ეს წლები იბაირამეს ერთად და ეს რაც ხდება, მე პირადად არ მიკვირს!

 

ხალხი ვის სცემს პატივს, ვისი სჯერა და ვინ უყვარს, ამათ იმ პოლიტიკოსების რეიტინგი საუბრობს, რომლებიც გვყავს, ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებაში!

 

გაგრძელება იქნება!!!! „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობაა და არა ერთეული პოლიტიკოსები!!! პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. და ეს პროცესი მანამ იქნება, სანამ არ მივიღებთ იმ ხალხს, ვინც ღირსეულად ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს!

 

ნაცებო, ნუ გიხარიათ! ეს ის მოცემულობაა არაა, რაც თქვენ გაგაძლიერებთ. პირიქით!“ -წერს ნუკა არველაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner