logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რა პრინციპით მოხდა სესხის ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადატანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა?
- +

28 თებერვალი. 2019. 16:43

 

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკზე“ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და რიტორიკულ კითხვებს სვამს.

 

ექსპერტის თქმით, ბევრი უპასუხო შეკითხვაა.

 

„ვკითხულობ პროკურატურის დღევანდელ განცხადებას „TBC“-ზე და არაერთი შეკითხვა მებადება წარმოდგენილ სქემაზე:

 

დავუშვათ, ყველაფერი, რასაც ხაზარაძე & ჯაფარიძე ამბობენ, რიგზეა და არაფერი გათეთრებულა.

 

როგორ მოხდა, რომ ხსენებული კომპანიებისათვის [„სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“] ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა გაიზარდა 1 წლით?

 

რა პარამეტრით მიენიჭათ მათ სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე უიმედო კლასიფიკაცია?

 

რა პრინციპით მოხდა სესხის ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადატანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა?

 

რატომ არ მოხდა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა?

 

მეტიც, რატომ არ მოხდა ანგარიშზე არსებული თანხის ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა?

 

თავიდანვე ხომ არ იყო ცნობილი „TBC“-თვის ის, რომ ეს არაა ავთო წერეთლის კრედიტი და ამიტომაც ჰქონდა მის მიმართ „გამონაკლისი ლოიალობა“?

 

ვინმეს ერთი წამით მაინც წარმოუდგენია მსგავსი „სქემით“ ტექნიკის ან მანქანის განვადებით ყიდვა, უძრავ-მოძრავი ქონებით დატვირთვა და მერე ასე გაუგებრად „თავის დაძვრენა“? უმეტესობა ჩვენგანმა ხომ იცის, რა არის „შავი სია“, „კრედიტინფო“, „მღებრიშვილის გოგო-ბიჭების“ მუქარის ზარები, დილაადრიანად სახლში მოვარდნები, აღსრულების ბიუროს მტკივნეული აქტივობები, საკრედიტო ისტორიის საბოლოო გაშავება და ა.შ.?..

 

შეკითხვა არაერთია, გაუცემელი პასუხი - ბევრი, პოლიტიკური სპეკულაციები კი - იმაზე უფრო მეტი...“ - წერს გია აბაშიძე.

 

მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2012 წელს „თიბისი ბანკმა“ შპს „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“ საერთოდ გაათავისუფლა ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×