logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მასწავლებელო აფხაზავა, უკაცრავად და...
- +

28 თებერვალი. 2019. 19:21

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მასწავლებელო აფხაზავა, თავი რომ გამოვიდე, შენს დასაცავად კი არა, ჩემი სამშობლოს დასაცავად იყო მაგი ამბავი, ვიფიქრე, რა მაგარია, საქართველოს სახელით ადამიანი მსოფლიო ათეულში მოხვდა-თქო... ახლა რომ ბრძანებ, ბაღნობაში მაჩოქებდნენ და მაპატიე, ძია ლენინო, მაძახებინებდნენო, უკაცრავად და, რომელი „გოდა“ ბრძანდები? შემთხვევით სიმინდის „კეკლებსაც“ ხომ არ გიყრიდნენ მუხლებქვეშ და „ლინეიკასაც“ ხომ არ გირტყამდნენ? მასეთი რამ, ჩემს გაგანია ლენინიზმის ეპოქის ყურებსაც კი არ გაუგონია... რას ჰგავს ახლა თქვენი საქციელი, ამხანაგო პედაგოგო? მთლად ისე ნუ იზამთ, მსოფლიოს ჩაგრულ-განმანათლებლად გაღიარონ და ისა, ლენინი კიდე რა სახსენებელი იყო, ჰააა??? ვწუხ ფრიად!!! ორიანი ყოფაქცევაში, თქვენ!!!

 

(დავიღალეთ რა, ამდენი განხიბვლით, ვინმემ ბოლომდე ხომ უნდა გაგვიმართლოს?)

 

P.S. პედაგოგი აფხაზავა 1976 წელს ყოფილა დაბადებული!" - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×