logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: დღეს, ასეთ რამეს საქართველოში ვერსად შეიძენ...
- +

1 მარტი. 2019. 14:39

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვაჟას ეს არაჩვეულებრივი პორტრეტი, რომელიც ორიგინალში ტილოზე ზეთითაა შესრულებული და შემდეგ პრინტის წესით ტილოზე დაბეჭდილი, დღეს ვნახეთ ჰერეთში, კახის რაიონის ერთერთ ქართულ სკოლაში. როგორც გვითხრეს, გასული საუკუნის 70- იანი წლებიდან ამ სკოლაში ჰქონიათ სხვა დიდი ქართველების პორტრეტებთან ერთად. დღეს, ასეთ რამეს საქართველოში ვერსად შეიძენ. იმ საბჭოთა წლებში კი „სახელგამის“ ყველა მაღაზიაში შეიძლებოდა შეგეძინათ ჩვენი ლიტერატურის კორიფეების ასეთ დონეზე შესრულებული პორტრეტები. ვერ დავადგინე ოღონდ, ეს ვისი ნამუშევარია. ვინმემ ხომ არ იცით?“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner