logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: რომში ჩატარებული აქციის კომიკური ხასიათი მაფიქრებინებს, რომ გიორგი სიგუამ ახლა უკვე თვით სააკაშვილიც კი გააცურა
- +

4 მარტი. 2019. 02:10

 

 

საკრებულოს ყოფილი წევრი,  სოსო მანჯავიძე მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

 

ვუყურე რომში გამართულ "სრულიად ქართველთა ყრილობას".

მართლაც სასაცილოა სახელისა და ფაქტის შეუსაბამობა.

მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც გიორგი სიგუას ამბავია ამ ისტორიაში.

აი,ნამდვილი კვაჭი კვაჭანტირაძე,თაღლითი თაღლითთა შორის.

კაცმა სააკაშვილს ორი მკვახე სიტყვა უთხრა პრინსტონში და ამ "გმირობის" გამო ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგის, ტურიზმის ხელმძღვანელობა ჩააბარეს.

შემდეგ ნარკოდილერების საოცნებო კაზანტიპისა და „ჯემ-ფესტებით“  შოულობდა ფულს და დაჭერას გადარჩენილი,  უეცრად იმ მიხეილ სააკაშვილის მეხოტბედ და ემიგრანტთა აქციის ორგანიზატორად მოგვევლინა,რომლის გალანძღვითაც კარიერა გაიკეთა.

რომში ჩატარებული აქციის კომიკური ხასიათი მაფიქრებინებს,რომ ამ თაღლითმა ახლა უკვე თვით მიხეილ სააკაშვილიც კი გააცურა.

შეიძლება არც უნდოდა,მაგრამ სახეზე შეხედეთ-ასეთ ტიპებს,არ შეუძლიათ არ ითაღლითონ.

ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა,ამას რომ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

თუმცა რა..სიგუაზე უკეთესის დანახვის იმედი ნამდვილად არ მაქვს მწარე გამოცდილების გამო",-წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner