logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: მართლაც არ ვიცოდი, ასეთ საჩუქარს თუ მიმზადებდა მწერალთა კავშირი... დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის
- +

5 მარტი. 2019. 14:07

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„დღევანდელი ჩემი ჯილდო - „თამარიონის ენდალმა“...

 

დღეს მწერალთა სახლში მიწვეულმა, მართლაც არ ვიცოდი ასეთ საჩუქარს თუ მიმზადებდა მწერალთა კავშირი, ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ და მისი პრეზიდენტი, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი.

 

აი, გადმომცეს და გულიც, რასაკვირველია, უფრო გახალისდა, უფრო მეტი კარგი წიგნის დაწერის და გამოცემის ხალისი მომემატა და იმედი მაქვს, წლის ბოლოს კიდევ ორ ახალ წიგნს შევმატებ ჩემს შემოქმედებას.

 

დიდი მადლობა ბატონებს - თემურ ჩალაბაშვილს, ბაღათერ არაბულს, ქალბატონ მანანა გორგიშვილის, სტუმრებს, ქართველ მწერლებს, პოეტებს, ახლობლებს ვინც დღეს ჩემთან ერთდ გაიზიარა ეს საგაზაფხულო განწყობა, სიხარული და წარმატება.

 

 „თამარიონის ენდალმა“, როგორც ქართველ ქალ - მწერალს, მეტს მავალებს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის.

 

პატივისცემით - მაიკო კახიძე

 

(უჰ, მობილურით გადავიღე და... რას ვიზამ)“, - წერს კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×