logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: როგორც გაირკვა, უსტარი ესე რისხვისა გახარიასი ხაზარაძის თანა მიწერილი არ არსებობს
- +

5 მარტი. 2019. 17:35

 

 

საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე გუშინ პარლამენტში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას თავის facebook-გვერდზე ეხმაურება.

 

მისი თქმით, გახარიას მიერ ხაზარაძისთვის მიწერილი წერილი არ არსებობს.

 

„მოკლედ, რაღაც წერილოფრენია დაგვემართა.

 

ჯერ იყო და, მამალაძის წერილის საიდუმლოების ამოხსნით ვიყავით დაკავებული მთელი თვე.

 

ახლა ახალი საიდუმლოება გვტანჯავს - არსებობს თუ არა გახარიას უსტარი მიწერილი ხაზარაძესა თანა.

 

როგორც გაირკვა, უსტარი ესე რისხვისა გახარიასი ხაზარაძისა თანა მიწერილი არ არსებობს...

 

ან როგორ მისწერდა, არ ჩანს გახარია ის კაცი, თავის დასაკლავ დანას თვითონ რომ ალესავს.

 

მე ის მიკვირს, რამ ათქმევინა ხაზარაძეს ასეთი სულელური ტყუილი, ნუთუ შედეგები ვერ დათვალა?

 

საქართველოს ნომერ პირველი ბანკირია და, წესით, რისკების თვლა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.

 

მაგრამ აქ მეც ვაჭარბებ. წესისა და ლოგიკის მოლოდინი ჩვენს სინამდვილეში დიდ გულუბრყვილობაა, რბილად რომ ვთქვათ“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×