logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: წარმატებებს ვუსურვებ ირაკლის ქვეყნის და ერისთვის საჭირო საქმეში!
- +

7 მარტი. 2019. 15:44

 

 

თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი დირექტორი, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „გეორგია შენი პროექტიას“ ავტორი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა, ირაკლი ღარიბაშვილს, ნაცსექტა და მისი განაყრები, მკვდარ სულად მოიხსენიებთ, მაშინ შეხედეთ და კარგად დააკვირდით ერთმანეთს, უამრავ მართლა მკვდარ სულს და მკვდრად შობილს დაინახავთ თქვენს შორის!

 

წარმატებებს ვუსურვებ ირაკლის ქვეყნის და ერისთვის საჭირო საქმეში!

 

ერთი კია, საქართველოს წარმატებისკენ გზა, ნაცბაცილებისგან ქვეყნის განკურნებაზე გადის! იმიტომ, რომ ისინი, ადამიანის სახეს ამოფარებული, ქართული სახელმწიფოს პარაზიტები არიან!“ - წერს შიხიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner