logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ასე გამოიყურებოდა ზვიად გამსახურდიას საფლავი გროზნოში, ჩეჩნეთის პირველი ომის შემდგომ...
- +

10 მარტი. 2019. 18:15

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ფოტოს პირველად ვაქვეყნებ: ასე გამოიყურებოდა ზვიად გამსახურდიას საფლავი გროზნოში, ჩეჩნეთის პირველი ომის შემდგომ... დანგრეულ და უკაცრიელ გროზნოში, გაპარტახებულ ჩეხოვის ქუჩაზე, დათოვლილი და ნატყვიარი მარმარილოს ქვით, სადაც ამოტვიფრული იყო მისივე სიტყვები: ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზაა,ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა... ამ თოვლის ფანტელებისგან გათეთრებულ უკაცრიელ ეზოში დაიტირა დაკრძალვის დღეს საქართველოდან ჩასულმა დევნილმა ქართველობამ, თანამდგომებმა და თანამებრძოლებმა... თუმცა ნატყვიარ გროზნოში იყვნენ ადამიანები, ვინც მის საფლავზე ცოცხალ ყვავილებს ალაგებდნენ... ამ ფოტოს განსაკუთრებით მიესადაგება ლექსი გიგი ხორნაულის: ქართული საფლავი ჩეჩნეთის ცის ქვეშ!

 

აქ, ჩემს საფლავზე,

არა ცხრება

შუქი მიხაკთა,

აქ ხშირად ნახავთ

სევდიან ჩრდილს,

სევდიან ხელებს...

ღმერთმა ხომ იცის,

საქართველო

როგორ მიყვარდა!

ღმერთმა ხომ იცის,

როგორ მიყვარს

სიკვდილის მერეც!“ - წერს შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×