logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცადოთ, გააკეთონ თავიანთი საქმე!
- +

15 მარტი. 2019. 17:15

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კონკრეტული პირების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ხურვალეთში ყოფნის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

„ხურვალეთთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ხურვალეთში ბორდერიზაციის კუთხით ახალი ქმედებები არ შეიმჩნევა“.

 

„რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს...“ - სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებები კი ასეთია.

 

რატომ უნდა ჩავიდნენ? რა უნდა გააკეთონ? უფროსი ვინ არის? გეგმა რა აქვთ?

 

იქნებ სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცადოთ, გააკეთონ თავიანთი საქმე!

 

  1. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა აღკვეთოს პანიკა და პანიკური განცხადებები, რასაც შესაძლოა, პროვოკაციები მოჰყვეს;
  2. სახელმწიფო სტრუქტურებმა აკეთონ თავიანთი საქმე;
  3. აღნიშნულმა სტრუქტურებმა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას!

სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცადოთ, გააკეთონ თავიანთი საქმე!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×