logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: არა, თუ ხდება და თან არ ხდება, მერე რანაირადღა ხდება?!
- +

16 მარტი. 2019. 17:45

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს:

 

„გუბაზ (ჯამბაზ) სანიკიძემ კიდევ ერთხელ ასწია „სკანდალი“ აქუს კანტორიდან. გაითავისა რა, ლუდა სალიას და დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია - არიქა, სოფელი ხურვალეთი რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრესო, ასეთი განცხადება გააკეთა:

 

გუბაზ სანიკიძე: „ნახე, რა ხდებოდა დღეს ატოცში, კაცო, წასვლას ვაპირებდი, მერე დავურეკე იქა და არ ხდებაო ისეთიო არაფერიო და დავწყნარდი და დავმშვიდდი“!

 

გუბაზ, ნეტა თუ ხვდები, როგორი ყალბი და საცოდავი ხარ, როცა აქუს კვნესა-კნავილის ფონზე პატრიოტიზმს აწვები?! ჯერ ერთი, ცრუ განგაში ხურვალეთიდან გაისმა და არა ატოციდან, მეორეც - თუ გადარეკე და გითხრეს, არაფერი ხდებაო, მაშინ რაღას ამტკიცებ, ნახე, რა ხდებაო? ესე იგი, რაღაცა ხდება და თან არ ხდება, ნუ ჩამოხვალო, ხომ?!

 

არა, თუ ხდება და თან არ ხდება, მერე რანაირადღა ხდება?!

 

გუბაზ, შე მიხა სააკაშვილის ჯამბაზო, შენ თუ პოლიტიკოსი ხარ, მაშინ მე შტეფან ცვაიგობაზე ვაცხადებ პრეტენზიას!

 

ისე, თემურ ალასანია როლებს რომ ანაწილებდა, ცოტა ხეირიანი როლი ვერ მოგაშავა?!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×