logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: სააკა-სოვდაგარმა განაცხადა, რომ...
- +

17 მარტი. 2019. 00:54

 

„ქართულ „თავისუფლებას“ არ ვუსმენ (თავისუფლება ხომ საკუთარი ვნებების მონებს არ ეკარება), ამიტომ არ ვიცი გადმოსცეს ახალ ამბებში ფრიად საინტერესო ინფორმაცია ცნობილ ჭკუასუსტ ბელადზე, თუ „უმწიკვლო“ ბედოვლათებმა დააცენზურეს ეს ამბავი: სახელს გვიტეხსო!“ - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მაშ ასე:

ჩვენი სააკა-სოვდაგარმა განაცხადა, რომ 1 აპრილს კიევში ბრუნდება, ბილეთიც ნაყიდი მაქვსო (ამჯერად მგონი არა გაბითურებული ემიგრანტების შეწირული ფულით!) რომ პოროშენკოს, ვინც ოდესის გუბერნატორს უკრაინული პასპორტი წაართვა და persona non grata-დ გამოაცხადა, უკრაინელი ხალხი ამ რუსების აგენტს(?) პრეზიდენტად აღარ აირჩევს და მიშუტკას უპასპორტოდ გაატარებენ ბედნიერი მესაზღვრეები, უკრაინელი ხალხი კი ყიჟინით მიეგებება თავისუფლების შუქურას!..

 

(სხვათაშორის, ეს ინფორმაცია რადიო „თავისუფლებამ“ ყველა ენაზე გააჟღერა, ხოლო, კვლავ ვიმეორე, უმწიკვლო ჩვენმა თავისუფლებამ გადმოსცა თუ არა, არ ვიცი!)“ - წერს რობერტ სტურუა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×