logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: ინტერვიუ გამოვაქვეყნე და - „თავისუფლების“ ბელადმა, ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო...
- +

17 მარტი. 2019. 02:23

 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყვარყყვარეს“ გამო დაჭერით მემუქრებოდნენ;

„კავკასიურის“ გამო - მხსნიდენ;

„რიჩარდმა“ ანონიმური წერილები გაგზავნა მოსკოვში, ЦК-ში და КГБ-ში;

„ლურჯი ცხენები“ - ამიკრძალეს;

ინტერვიუ გამოვაქვეყნე და - „თავისუფლების“ ბელადმა, ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო;

„არაისტორიულმა ამბავმა“ - ვითომ აღშფოთებული თანამემამულეები დაამშვიდა და ბედნიერებმა იარაღს სტაცეს ხელი და ნაცების და „თავისუფლების“ ბრძანებით მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს!

ჩემო ცაფირუზზურმუხტო, ტკბილად გააგრძელე უბადრუკი ძილი!“ - წერს სტურუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×