logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: შოუები არ გამოგეპაროთ ერთთვიან შეყვარებულებზე და ათას ბუჩქზე გადამხტრებზე, ვაი თქვენს პატრონს!
- +

20 მარტი. 2019. 02:13

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„შაბათ დილით, ტელეიმედზე, 15 წუთიანი სიუჟეტი ავადმყოფ ჯეკსონზე და მის თინეიჯერ ბიჭებთან ურთიერთობაზე, რა თქვენ ჯანდაბას და ოხრობას ემსახურება, მეფეო და რაშიც გამეფდა, იმაზე მაინც ილაპარაკეთ, ვინ დაგვწყევლა, ვინ? სიმღერა და ცეკვა -თამაში მაინც არ გვესწავლება, დეიღუპა საცხა თქვენი ჰიპ-ჰოპი და ხუნტრუცი. "იმედიო" და რისი იმედი და დოზანა ხართ, რისი? ვისი იმედიც შეიძლებოდა ადამიანს ჰქონოდა, ის კაცი მიწაში ამოდევით. რავა არაფერს აღარ ყავს პატრონი და ყველას თვალი გარყვნილებაზე უჭირავს, ყველა სფეროში. აბა, ერთი ხელი აწიეთ და თქვით, ხვნა- თესვას ვინ აპირებთ, დაბარვა-მოთოხნას?... შოუები არ გამოგეპაროთ მჩხიბავებზე და გრძნეულებზე, ფანოღებზე და ნათელმხილველებზე, ერთთვიან შეყვარებულებზე ათას ბუჩქზე გადამხტრებზე და  ჯეკსონიო და მისი ბიჭებიო ვაი, თქვენს პატრონს“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×