logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: 19 მარტს, საუკეთესო ჟურნალისტის, მეგობრის, დედის, ერთი სიტყვით, საუკეთესო ადამიანის ნინო კვაჭანტირაძის დაბადების დღეა!
- +

20 მარტი. 2019. 02:47

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს, 19 მარტს, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტის, საუკეთესო მეგობრის, საუკეთესო დედის, ერთი სიტყვით, საუკეთესო ადამიანის, ცნობილი გურულის ნინო კვაჭანტირაძის დაბადების დღეა. ბუნებრივია, უნდა მივულოცოთ და ვისურვოთ (დიახ, ვისურვოთ!), რომ ხშირად გვანებივრებდეს ნინო თავისი ხუმრობით, საინტერესო კულინარული რეცეპტებით, სტატიებით, სტატუსებით და, საერთოდ, თავისი კარგად ყოფნით, ბედნიერებით, წარმატებებით (ნინოს ჰობი: მოგზაურობა, მხატვრული ლიტერატურა, კულინარია და მებაღეობა). მრავალჟამიერ, ნინო! დღეს შენ საიუბილეო დაბადების დღე გაქვს - უნდა გავთქვა ასაკი, რადგან ვინ იცის, სხვა დროს მომეცემა თუ არა ასეთი ლამაზი თარიღის მოლოცვა. 55 წელი არ არის ბევრი, მინდა, რომ ეს თარიღი გააორმაგო და მაშინაც ასე ლაღად შეხვდე იუბილეს!

 

ნინო ძალიან პოპულარული იყო მაშინ, როცა ის ჟურნალისტიკაში აქტიურად მოღვაწეობდა. ნინო პოპულარულია ახლაც. ფეისბუქში მას უამრავი მეგობარი და სტატუსების გამზიარებელი ჰყავს. ამიტომაც იყო, რომ კიდევ ერთმა პოპულარულმა ჟურნალისტმა და გამომცემელმა მანანა კარტოზიამ 2018 წელს წიგნად გამოსცა და ნინოს ფეისბუქური მოღვაწეობის მარგალიტები და ასე მიულოცა დაბადების დღე. მანანა წერდა კრებულის წინასიტყვაობაში: „ნინო კვაჭანტირაძის სტატუსები ფეისბუქზე ჩვენი ეპოქის სულისკვეთების ღრმა ანაბეჭდებია. მოვიწადინეთ ბეჭდური სახით მოგვეყარა თავი ვირტუალურ სამყაროში გაბნეული მისი მარგალიტებისთვის. ჩვენ გვგონია, ნინომ დაიმსახურა ასეთი ჯილდო. ამას ფეისბუქ მრიცხველებიც ადასტურებენ: მას ხომ რეკორდული ლაიქები მიუღია, მისი სტატუსები იმდენჯერ არის გაზიარებული, თითოეულ „მიმთვისებელს” საფასურად ერთი ლარი რომ დაეტოვებინა, ნინოს უზრუნველი სიბერე ექნებოდა.

 

ნინო კვაჭანტირაძე 1964 წლის 19 მარტს დაიბადა ქობულეთში. თუმცა, როგორც თვით ამბობდა ხოლმე, გაქანებული გურულია! მიწის ნაკვეთიც კი ჰქონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, მგონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთშიც აქვს პატარა ტერიტორია. თუ არ აქვს და მით უარესი მისთვის. ნინომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა 1988 წელს, მაგრამ არ იკმარა განათლება და 2001 წელს თსუ იურიდიული ფაკულტეტიც დაამთავრა. მუშაობდა „ახალგაზრდა კომუნისტი“ რედაქციაში, „დილის გაზეთში“, იუსტიციის სამინისტროში (საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორი). ნინოს მეუღლე - აკაკი ახალაძე - გარდაეცვალა (მუშაობდა მარნეულის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად), ჰყავს შვილი ვლადიმერი (ვაკო), რომელიც უკვე 22 წლისაა.

 

ნინო სიკეთის მთესველი ადამიანია და ნახეთ, როგორ მიულოცა შვილს საიუბილეო დაბადების დღე ამ ორიოდე წლის წინათ, როცა ის 20 წლის გახდა:

 

„დე! ეს კადრები ამ ცოტა ხნის წინ ვნახე, ზაურ ბოლქვაძემ რომ გიმღერა, მერე ფეხზე წამოგიდგა - ჩვენ მარტო უფროსებს კი არა ფეხზე პატარებსაც ვუდგებით, თქვენი მომავლის იმედი გვაქ, თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს ქვეყანა, ზოგმა სიმღერით, ზოგმა ფეხბურთელობით, ზოგმა მეცნიერებით, ექიმობით, მაგრამ რაც არ უნდა აკეთოთ, ღირსეულ კაცებად უნდა დარჩეთო. დედას კი დედამიწის ყველა სიკეთე და სიხარული შენთვის ემეტება და ოცი წლისასაც ამას გეუბნები ორმოცდაათისასაც ამას გეტყვი და სულ, სანამ ვიქნები - უსამართლოდ არასოდეს არავის მოექცე, არავინ დაჩაგრო, გული არავის ატკინო, ადამიანებს დაეხმარე რამდენიც და რამდენჯერაც შეგეძლოს და სიკეთე არ გამოიზოგო! ვაკუნა, გილოცავ დე, დაბადების დღეს!"

 

ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ და თავი არ შეგაწყინოთ, შედით ნინო კვაჭანდირაძის

პირად გვერდზე ფეისბუქში და ისიამოვნეთ მისი შემოქმედებით:

https://www.facebook.com/nino.kvachantiradze.1ნინო, გილოცავ

დაბადების დღეს!“, - წერს ამირან ბუთურიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×