logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: ამ გადაცემით მაყურებელი მარტივად გაიგებს სიმართლეს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს
- +

20 მარტი. 2019. 14:09

 

„კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ხედვაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

 

მისი თქმით, მსგავსი გადაცემები ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას!

 

„ვფიქრობ, აუცილებლად საყურებელი გადაცემა გააკეთა გუშინ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა არგუმენტირებული პასუხი.

 

სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევებში საქმე გვაქვს მასიურ, მიზანმიმართულ სისტემურ დეზინფორმაციასთან. საუბარია კონკრეტულ დაჯგუფებებზე, რომლებიც ცდილობენ, ბინძური მეთოდებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე. არ ვასახელებ ზემოაღნიშნულ აქტორებს, რადგან გადაცემის ყურების შემდგომ მაყურებელი მარტივად გაიგებს სიმართლეს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს.

 

მადლობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ანალიტიკურ გუნდს. მსგავსი გადაცემები ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ჯანსაღ განვითარებას!“ - წერს მეტრეველი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×