logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: უპრიანია პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერა მის სამუშაო სივრცეში
- +

21 მარტი. 2019. 12:26

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სახელმწიფოს სიმბოლო და მისი ინტერვიუს ფონზე აუცილებლად უნდა ჩანდეს სახელმწიფო დროშა და პრეზიდენტის შტანდარტი. სტუდიაში შეიძლება დაახვედრონ სახელმწიფო დროშა, მაგრამ პრეზიდენტის შტანდარტს თან ვერ ატარებს. ამიტომ, უპრიანია პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერა მის სამუშაო სივრცეში ან პირდაპირი ეთერი სწორედ ამ სივრციდან. მე მაინც ჩაწერას ვემხრობი.

 

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, განსაკუთრებით, პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანია არა ფორმა, არამედ შინაარსი - რამდენად ითვალისწინებს ჟურნალისტი საზოგადოების ინტერესებს კითხვების დასმის დროს და რამდენად ადეკვატურად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით პასუხობს რესპონდენტი.

 

აქ მოისმენთ ჩემს მოსაზრებას ვრცლად, მოკლე, რამდენიმეწამიან კომენტარს კი „ტვ-პირველის“ სიუჟეტში ნახავთ“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×