logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ხაზარაძეს სახელმწიფოსთვის შეზღუდვების დაწესება სურს
- +

22 მარტი. 2019. 17:28

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს“, ხაზარაძის თითოეული მოთხოვნა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს:

 

მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის პორტის განვითარება 9 ფაზადაა განსაზღვრული (გადავადებებზე და 20 მილიონის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებაზე აღარაფერს ვამბობ), დღეს, ხაზარაძე სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ პორტის გაფართოება არ უნდა იყოს მიბმული რამე კონკრეტულ თარიღზე და ა.შ.

 

ხაზარაძე ასევე მოითხოვს, რომ პორტთან დამაკავშირებელი გზის და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები, განსახლების საკითხები და ყველა პროცესი მისი მოთხოვნების შესაბამისად წარიმართოს.

 

ხაზარაძეს სახელმწიფოსთვის შეზღუდვების დაწესება სურს - მთავრობას აღარ უნდა ჰქონდეს საკრედიტო ხელშეკრულებების პირობების დამტკიცების უფლება.

 

ხაზარაძეს მოითხოვს, რომ სახელმწიფომ აიღოს ინვესტორის კომერციული რისკები.

 

როგორც ამბობენ (და ჩანს, რომ არცთუ უსაფუძვლოდ) - ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ სახელმწიფოსთვის წაყენებული ამ თავხედური მოთხოვნების ფონზე, არის კიდევ ერთი, საოცრად „ადეკვატური“ მოთხოვნა - ხაზარაძე მოითხოვს, რომ ანაკლიის კონსორციუმში სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები მინიმუმადე შემცირდეს და მინორიტარული ინტერესის უფლებამდე დაიყვანოს!..“ - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner