logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: აბა, გაეჯიბროს რომელიმე მინისტრი და შეედაროს მას ან განათლებაში, ან წესიერებაში...
- +

22 მარტი. 2019. 18:04

 

„აბა, გაეჯიბროს რომელიმე მინისტრი და შეედაროს მას ან განათლებაში, ან წესიერებაში... ნაციონალებსა და მატლებს, ცხადია, არც განვიხილავ, ამ ადამიანთან მიმართებაში...

მაგარი გოგო ხარ, თეა!“ – ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე საუბრისას სოციალურ ქსელში წერს.

 

„მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორად, ანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს და არაფრის მაქნისი მგონიხართ“, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს ოთარ კახიძეს.

 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ოთარ კახიძის კითხვა, რომ იუსტიციის მინისტრი უწყებათაშორის საბჭოს ჩამოაშორეს.

 

„ბატონო ოთარ, რა ვქნა, მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორად, ანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს.  ერთი - ადეიშვილის ერთი მოადგილე იყავით და არაფრის მაქნისი მგონიხარ. თქვენ მიგაჩნიათ პირიქით და რა ვქნათ, ვუმტკიცოთ ერთმანეთს სიტყვებით? საქმე გამოაჩენს, ვინ რისი მაქნისია. ერთი რეფორმა ვერ დამამახსოვრეთ, რა გააკეთეთ, ადეიშვილის მოადგილე რომ იყავით. უწყებათაშორის საბჭოს ჩამომაშორეს, რას ნიშნავს, არ ვიცი, რადგან უწყებათაშორისი საბჭო აღარ არსებობს. კანონს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ის იქმნება ყოველი არჩევნების წინ. მომავალ წელს რომ შეიქმნება არჩევნების წინ, თუკი კანონში არ შევიტანთ ცვლილებას, თავმჯდომარე, თქვენდა სამწუხაროდ, ისე იუსტიციის მინისტრი იქნება. არ ვიცი, რა პასუხი უნდა გაგცეთ ისეთი, რომელიც თქვენ დაგაკმაყოფილებთ“, – მიმართა თეა წულუკიანმა კახიძეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×