logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბოკერიას სინანული ვის გაუგია?!
- +

23 მარტი. 2019. 19:19

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„შალვა შავგულიძეს სჯერა, რომ გიგა ბოკერია გულწრფელად ინანიებს წარსულის შეცდომებს.

 

ბოკერიას სინანული ვის გაუგია?!

 

სადმე გსმენიათ, რომ რამეს ნანობს?! პირიქით!

 

აი, შალვა შავგულიძე კი ბოკერვილებთან გაერთიანებამ საბოლოოდ გაანადგურა როგორც პოლიტიკოსი, როგორც პროფესიონალი ადვოკატი და როგორც... ადამიანი!

 

წარმოუდგენელია, ვერ გრძნობდეს, რომ ამ გველებისთვის საშუალებად იქცა, რადგან მათი მიზანია ჯალათსა და მსხვერპლს შორის ზღვარის წაშლა. სწორედ ამიტომ შეარჩიეს მათი ყველაზე ცნობილი მსხვერპლის - ირინა ენუქიძის და მისი ოჯახის ადვოკატი.

 

შალვა შავგულიძე კი თოკგამობმული ბატკანივით გაჰყვა...

 

სამწუხაროა! ძალიან სამწუხარო!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner