logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ეს ჭაღარა მოხუცი უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი კალისტრატე იყო...
- +

23 მარტი. 2019. 22:14

 

 

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ჭაღარა მოხუცი უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი კალისტრატე იყო...

 

„მამადავითის ეკლესიიდან რომ ჩამოვედით, საკათედრო ტაძრის ზარების რეკვა გავიგონეთ - მქუხარედ რეკდნენ. შევედით. მდიდრული ტაძარი იყო, საკმეველსა და დროს ფრესკები სულ გაეშავებინა. იქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი...

 

წირვა-ლოცვას ჭაღარა მოხუცი კაცი უძღვებოდა, ოქროს მიტრა ემოსა და იმდენად ლამაზი იყო, ირეალურიაო, იფიქრებდით. ის კათოლიკოსი და საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი იყო, მისი კაბა კი ოქროს ძაფით ნაქსოვი...

 

ღვთისმსახურება დიდებული იყო, მუსიკოსების გუნდიც წარმოუდგენლად ლამაზად გალობდა. საკმეველი ეკლესიის გუმბათამდე ადიოდა, გუმბათიდან კი ტაძარში მზე შემოდიოდა და იქაურობას ანათებდა“. ჯონ სტეინბეკი 1947 წელი თბილისი. („კვირის პალიტრა“).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×