logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვერ გავიგე, რას ითხოვს ეს კაცი, - პატივისცემით მოვეპყრა თამარ კინწურაშვილს, რომელიც რამდენიმე წელია ცილს მწამებს?!
- +

24 მარტი. 2019. 00:38

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

„ვერ გავიგე, რას ითხოვს ეს კაცი, - პატივისცემით მოვეპყრა გარეწარ თამარ კინწურაშვილს, რომელიც რამდენიმე წელია ბინძურად ცილს მწამებს ბოკერია-რამიშვილის დავალებით და ამას მიზანმიმართულად აკეთებს?!

 

პატივისცემა კი არა, წკეპლით ცემა უნდა ბოკერია-რამიშვილისნაირ ავაზაკებს!

 

დაგაბრალებენ რაღაცას, დააგზავნიან ამ ბინძურ „დანოსებს“ საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმართლე მერე თავი!

 

გარეწარს უნდა უთხრა, რომ გარეწარია!

 

მოვიცლი მაგათთვის და, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ყველას გავაგებინებ!“ - წერს მძინარაშვილი და აქვე ზვიად კირტავას პოსტს ავრცელებს:

 

„1. მდფ-ის კვლევა არ მგონია მიუკერძოებელი და გამართული. საკმაოდ არის ტექნიკური ხარვეზები და კარგია, თუ ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები იყო.

  1. ამავდროულად, ბრალდებების რეგისტრი და იარლიყების ის კორიანტელი, რაც მკვლევარების და კვლევის სუბიექტების მხრიდან ერთმანეთის მიმართ გვესმის, ნამდვილად გაუმართლებელი მგონია. უნდა ვისწავლოთ დებატები ისე, რომ თავდაცვა განადგურების მცდელობაში არ გადავიდეს.
  2. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და როცა რუსეთი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანდასახულ და ხისტ პოლიტიკას აწარმოებს დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა, ნამდვილად ბუნებრივი მეჩვენება რუსეთის (ხელისუფლების, პირველ რიგში!) ნებისმიერი მარცხით განცდილი კმაყოფილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისტორიული რეალობის და ფაქტების სიზუსტეში არ უნდა გავერკვეთ, თუ კვლევას ვატარებთ და არა - ემოციური ტემპერატურის გაზომვას.
  3. ადამიანის უფლებების დაცვა და პიროვნული შეურაცხყოფისგან თავშეკავება ოპონენტების მიმართაც ისევე გვმართებს, როგორც საკუთარი თანამდგომების მიმართ.

 

მოკლედ, ესაა. ბარიერის ორივე მხარეს დგას ხალხი, რომელთაც პატივს ვცემ და ისეთებიც, ვისაც - ძალიან ნაკლებად. ჰოდა, ძალიან ცოტა ვართ ქართველები, რომ ერთმანეთი ვჯიჯგნოთ. საბოლოო ჯამში, ხომ სწორედ ეგაა რუსეთის ოცნება და თუ ის ამ ოცნებას ისევე აიხდენს, როგორც ბევრჯერ აუხდენია, მერე ყველაფერი საოცრად გარკვეული და ტრაგიკული გახდება... თან ისე მალე, რომ წარმოდგენაც კი ძნელია...“ - წერს კირტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×