logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე დავით ოქიტაშვილზე: უძლიერესი, პატიოსანი, ქართული კულტურის ქომაგი და ოქროს ადამიანი!
- +

26 მარტი. 2019. 18:13

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„️ცხოვრებაში ყველაზე ძალიან კარგ ადამიანებთან ურთიერთობა მახარებს. მახარებს, როცა გავიგებ სხვის კარგ ამბავს, წარმატებას, წინსვლას. მიხარია, როცა ძლიერ და წელში გამართული მხვდება მეგობარი.

 

წლებმა ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო, შემახვედრა, დამამეგობრა, დამაშორა.

 

შემომრჩა მხოლოდ ერთეულები და უკვე ის პერიოდია, როცა თითოეულ მათგანს ვაფასებ, მიყვარს და ვუფრთხილდები.

 

დათო ოქიტაშვილი კი ჩემი უკვე ათეული წლების მეგობარია და მისი ყოველი ნაბიჯი და წარმატება ვიცი. ვიცი, რა შრომის და მონდომების ფასად შექმნა ყველაფერი. ვიცი, როგორ ზრუნავდა და ეხმარებოდა ძალიან ბევრ ადამიანს.

 

ძალიან მწყინს, როცა მას უმისამართოდ აბულინგებენ ადამიანები, ხალხი, ვინც არც კი იცნობს, ან თუ იცნობს იმდენად ბოღმიანი და ბოროტია, მზადაა გადათელოს.

 

უმადურება, დაუნახავობა - ეს საზოგადოების დიდი პრობლემაა, ვწერდი ადრეც და გავმეორდები რომ სანამ ერთმანეთს არ დავაფასებთ და უბრალოდ ბოღმის გარეშე არ იცხოვრებთ არასოდეს შედეგებით როგორც ადამიანი!!! ვერ შექმნით თქვენი შვილების მომავალს და ხომ იქნებით უბედურები და სხვისი ბედნიერებით და სხვისი წინსვლით გაბოროტებული!!!

 

მე კიდევ ვამაყობ და მიხარია, რომ მყავს უმაგრესი, უძლიერესი, პატიოსანი და მართალი მეგობარი, ქართული კულტურის ქომაგი და ოქროს ადამიანი“, - წერს არველაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×