logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე სოცმუშაკებზე: წარმოვიდგინე, რა მოუვიდოდათ, ასე მასობრივად 10 წლის წინათ რომ გაფიცულიყვნენ
- +

29 მარტი. 2019. 10:56

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალური მუშაკების საპროტესტო აქციებს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

„სოციალურ მუშაკებს, რომლებიც უმძიმეს სამუშაოს ეწევიან, შესაბამისი ხელფასები და სამუშაო პირობები რომ სჭირდებათ და არსებული მდგომარეობა რომ შესაცვლელია, ეს დღესავით ნათელია.

 

ეს დღეები ვუყურებდი სოცმუშაკების გაფიცვის პროცესს, მედიით გაშუქებას, გაფიცულებთან ხელისუფლების დამოკიდებულებას და წარმოვიდგინე, რა მოუვიდოდათ მათ, ასე მასობრივად 10 წლის წინათ რომ გაფიცულიყვნენ“, - წერს ანჯაფარიძე.

 

სოციალური მუშაკების საპროტესტო აქციები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 მარტს დაიწყო. გაფიცულები სოციალური პოლიტიკის გადახედვას, ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner