logo_geo
eng_logo
ქეთა ხარძიანი: დილის 4 საათამდე ვსაუბრობდით, შემდეგ დადგა დილა, ბოლოჯერ მომანათა კეთილი თვალები და გაფრინდა...
- +

29 მარტი. 2019. 12:56

 

 

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი ქეთა ხარძიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„4 წლის წინ ჯერ კიდევ ამ დროს მამაჩემთან ერთად სამზარეულოში ვიჯექი და ვესაუბრებოდი (27 მარტის შუადღეს კუს ტბის სასამართლო პროცესი იყო და სასაუბრო თემაც ეს იყო).

 

4 წლის წინ დაახლოებით ამ დროს მოვედი სახლში თანამშრომლების შეკრებიდან და ვუთხარი: „იცი, რა მაგრა გავერთეთ, ისინი ტბაზე არ დარდობენ და ბედნიერები არიან“.

 

მან ამომხედა ლამაზი, ბრჭყვიალა მწვანე თვალებით და მითხრა - „კუს ტბა ჩემთვის ტბა და მთები არაა, მისი დაბრუნება ჩემი ღირსებაა“. ძალიან შემრცხვა და ახლაც ისევე ძალიან მრცხვენია და ვნანობ, ეს რომ ვუთხარი.

 

დილის 4 საათამდე ვსაუბრობდით, შემდეგ დადგა დილა, ბოლოჯერ მომანათა კეთილი თვალები და გაფრინდა.

 

მა, ძალიან მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, შენნაირი მამა რომ მყავს!“ - წერს ხარძიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner