logo_geo
eng_logo
თეიმურაზ მურღულია: მურღულია არაა საქართველოში, სათანადოდ ვერ მოგვცხებსო, იფიქრეს...
- +

29 მარტი. 2019. 17:28

 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„საჯარო განცხადება: ესე იგი, მურღულია არაა საქართველოში, სათანადოდ ვერ მოგვცხებსო, იფიქრეს. ვინ რას იბლუკუნებს, კომენტარს არ გავაკეთებ. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში საპროექტო მასშტაბით უკვე გათვლილია 15 000 სტუდენტზე. როდესაც ამ ნიშნულს მივაღწევთ, ტერიტორია და რესურსი საკმარისია შემდგომი გაფართოვებისთვის.

 

რამდენი სტუდენტით დავიწყებთ - პირველი წლის აკადემიური რესურსი 2000 სტუდენტსაც გაწვდება, მაგრამ გამოცდები იქნება მკაცრი და იმედი მაქვს, რომ ამ რაოდენობის რეალური აბიტურიენტი გვეყოლება. უნივერსიტეტი ფართო საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს მიმდინარე წელს, როგორც დაგპირდით.

 

როგორი ყალბიც იყო უტიფრების მხრიდან მტკიცება, რომ უნივერსიტეტი არ აშენდება, ისეთივე ყალბია, რომ მხოლოდ 3000-ზეა გათვლილი. ყველას გთხოვთ, ამ სიყალბის ტირაჟირებაში ნუ შეუწყობთ ხელს - ნებისმიერი აჟიოტაჟი უტიფრების ინტერესშია. მომდევნო კვირაში პირადად გავაკეთებ ბრიფინგს ამ თემებზე“, - წერს თეიმურაზ მურღულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×