logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე ივანიშვილის ხელისუფლებამ გახსნა
- +

30 მარტი. 2019. 00:43

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნამდვილად კარგი და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ჟესტი - ძველ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლა და ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული განცხადება - რა თქმა უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და ზუგდიდის მერის არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ თუკი ივანიშვილის სიტყვები საქმედ გადაიქცევა, მაშინ ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე ივანიშვილის ხელისუფლებამ გახსნა, ხოლო იმას, რომ ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლა ზუგდიდის მერის არჩევნებს უკავშირდებოდა, ისტორია აღნიშვნის ღირსადაც არ ჩათვლის! ასე რომ მთავარია, საქმე გაკეთდეს და მნიშვნელობა არ აქვს, რატომ გაკეთდება“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×