logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: როგორ შეიძლება, გჯეროდეს, მიHას მობრუნების, რაც არ უნდა იკაკანოს გვარამიამ?
- +

30 მარტი. 2019. 13:28

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა, „პრადვინუტებს“ დავესესხო ფრაზა - „რა დროს ეგაა, 21-ე საუკუნეა“ და ორი მარტივი შეკითხვა დავსვა:

 

21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება გჯეროდეს მიHას მობრუნების (რაც არ უნდა ფილმები გადაიღოს თომა ჩაგელიშვილმა და რაც არ უნდა იკაკანოს გვარამიამ)? გჯეროდეს, რომ გრიგოლ ვაშაძე არამც თუ დიდი, საერთოდ რომ პოლიტიკოსია და საქართველოს პრეზიდენტობის ღირსია? გჯეროდეს, რომ მოსამართლეები, დიახაც რომ მოსამართლეები და არა ვინმე აგრონომი ან ასფალტის დამგები, ადრე რომ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა გამოსწორდნენ და კარგ საქმეებს გააკეთებენ? გჯეროდეს, რომ ბანკირი, რომლის მიერ დაწესებული საკრედიტო პროცენტი არცერთ ენაზე არ ითარგმნება, პატიოსნად ცდილობს საქართველოში განსახორციელებელი უდიდესი პროექტის გაკეთებას? როგორ შეიძლება გჯეროდეს...

 

21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც თავს განათლებულად თვლის, ნამყოფია „ევროპებში“ და „ამერიკებში“, ნანახი აქვს ფილმები, აქვს ინტერნეტი და ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანებთან, ფიქრობდეს, რომ დემოკრატია და ცივილიზაცია, ლევან რამიშვილის, გიგა ბოკერიასა და ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოცემული სტანდარტებია?

 

21-ე საუკუნეა, ხალხო! ილონ მასკიმ თავისი ავტომობილი მარსზე გაგზავნა! ზესტაფონში კი არა - მარსზეეე! ვააახ!!!“ - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×