logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გილოცავ, ჩემო ერთადერთო პრეზიდენტო, გილოცავ და ცრემლი მომდის...
- +

31 მარტი. 2019. 13:07

 

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის იყო ძალიან დიდი - უდიდესი! მასზე დიდი ქართველი დედამიწაზე არ მეგულება! იმდენად დიდი იყო, რომ მისი მტრები თუ დამამხობლები იძულებულები გახდნენ, ეღიარებინათ მისი სიმართლე! მან სიკვდილის შემდეგ ყველა მტერი დაამარცხა! ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი! ბედნიერი ვარ, რომ მის ლაშქარში მიბრძოლია! ის ერთადერთია საქართველოს პირველ პირებს შორის, რომელსაც სამშობლო საკუთარ თავზე მეტად უყვარდა! მისი გულისთვის უიარაღო დემონსტრანტები ტყვიების წვიმაში გამოდიოდნენ! მისი გულისთვის სიცოცხლეს სწირავდნენ! იცოდნენ, რომ ზვიადი დამოუკიდებელი საქართველო იყო! იცოდნენ, რომ კაპიკი არ მოუპარავს, არასდროს! იცოდნენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო! 19 წლის ბავშვს ისე მესაუბრებოდა, როგორც თანატოლს, არადა პრეზიდენტი იყო, ეროვნული გმირი იყო, მაგრამ არასდროს გაგრძნობინებდა, რომ შენ მასთან შედარებით ძალიან პატარა იყავი! გილოცავ, ჩემო ერთადერთო პრეზიდენტო, გილოცავ და ცრემლი მომდის, შენ ხომ ჩვენ ვერ დაგიცავით, შენ ხომ ვერ გადაგეფარეთ, შენ ხომ უთანასწორო ომში მარტო დარჩი! ეგონათ მოგკლეს, არადა უკვდავებაში გადახვედი, ყველა მტერი დაამარცხე და ისტორიაში შეხვედი, როგორც ყველაზე დიდი განმათავისუფლებელი! დღეს განსაკუთრებით მინდა ვიყვირო - ზვიადი! ზვიადი! ზვიადი!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×