logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ვისი სიცოცხლის გადასარჩენად მცირედი მაინც გავაკეთე, დღეს აუცილებლად უნდა ვახსენო!
- +

31 მარტი. 2019. 15:23

 

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 


„რა უმოწყალოა დრო...

 

ზვიადზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც ან არაფერი გაუკეთებიათ ან ზურგში დანის ჩარტყმით შემორჩნენ ისტორიას... უფრო სწორედ, ცოცხლები არიან და თუ გინდა, კითხე...

 

და არავინ იხსენებს უამრავ უანგაროდ შეწირულ კაცებს თუ ქალებს, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს და ბოლომდე გაიტანეს.

 

მე არ მაქვს ყველაზე საუბრის უფლება, მაგრამ ისინი, ვისი სიცოცხლის გადასარჩენად მცირედი მაინც გავაკეთე, დღეს აუცილებლად უნდა ვახსენო!

 

ერთი წესიერი, იდეალისტი, ზუგდიდელი ბიჭი - გოჩა ესებუა!!!

 

მებრძოლი, უშიშარი, ერთგული სენაკელი კაცი - კაკო ელიავა!!!

 

მე მათ ვიცნობდი!!!

 

ნათელი მათ სულებს!

 

ისინი თავისი წილი საქართველოსთვის იბრძოდნენ!!!“ - წერს ხოფერია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner