logo_geo
eng_logo
ნათია მიქიაშვილი: ტრენდული გახდა ბატონო პრეზიდენტო თქვენზე საუბარი
- +

31 მარტი. 2019. 22:46

 

 

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ტრენდული გახდა ბატონო პრეზიდენტო თქვენზე საუბარი.  ისიც მახსოვს თქვენი - კანონიერი ხელისუფლების დაცვაში აფეთქებული მამაჩემის ქელეხის ქვაბები, დედაჩემს Zurabi Kharatishvili აი ამ ბიჭმა დაარეცხინა. მეტი არავინ დარჩა დასახმარებლად. ზვიადისტი იყო და მაინც.

1991 წლის 2 იანვარი იყო ბედობა. ამ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ ჩემით შევცვალე ეს თარიღი და შვილის დაბადებით ჩავანაცვლე გასვენება! რომ სახლში მოტანილი სამხედრო ფეხსაცმელების მოგონება რაღაცნაირად გამექრო, დამევიწყებინა, მამისგან მეტი არაფერი დამრჩა- გვარი და ფეხსაცმელი. იმასაც მოგიყვებით რომ 1991 წელს მიმდინარე მოვლენები ომად არ აღიარეს და თქვენც ისევე როგორც მამაჩემი, კაცმა არ იცის რატომ გადაირიეთ და დაიხოცეთ. არ იყოო ომი-ყველა ახალი ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოში ეს პასუხი გამცეს, ყველგან მათი მოსვლისთანავე ვიკითხე დედას გეფიცები. ასე, რომ მამა გამიგიჟდა და ტანკ საწინააღმდეგო ჭურვს ისე, უბრალოდ გადაეფარა. მომწონს თქვენი სახელის თქმა რომ გაბედეს, ქვაბიც გაირეცხა. ეგ არაფერი.  გილოცავთ“, - წერს ნათია მიქიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner