logo_geo
eng_logo
ლიკა ქორქია: იყო ომი, მშვიდობა, შიში და მაინც ყველაზე ამაღლებული და დიდებული გრძნობა თავისუფლების - გილოცავ პრეზიდენტო!
- +

31 მარტი. 2019. 23:35

 

 

მოდელი ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყებს:

 

„ისედაც ბნელი და გაყინული ზამთარი კიდევ უფრო გაიყინა ჩემი მეზობლის განწირული ყვირილით- უშველეთ, დაეხმარეთ, კვდება.

მე და ანი ფანჯარასთან მივვარდით. ფეხის წვერებზე ავიწიეთ და გადიდებული თვალებით ვაკვირდებოდით, როგორ იბანდა სახეს სისხლში სრულიად ამოსვრილი ადამიანი. ისეთი ნაწამები, ვერ გაარჩევდით ქალი იყო თუ კაცი.

ბებიამ კარი გააღო და ხმამაღლა დაუძახა -მოდი შვილო, დროზე მოდი სანამ გიპოვნეს.

ვინ ხარ? რას გერჩიან?

-ზვიადისტი ვარ დეიდა, მხედრიონი მომდევს.

ბებია და ჩვენი მეზობელი ქალბატონი ციცინო არარეალური სისწრაფით უმუშავებდნენ ჭრილობებს, უხვევდნენ გადაჩეხილ თავს და ხორცისგან დათლილ ხელებს.

ბაბუას ტანსაცმელი ანიმ გამოიტანა, მე სიჩქარით და დაბნეულობით ცალ-ცალი ფეხსაცმელი მოვარბენინე, ჩაიცვა და გაჭირვებით მეორე გასასვლელიდან გაიპარა.

-ის მაინც მითხარი ვინ ხარ შვილო? მიაძახა ბებიამ

-ზვიადისტი ვარ დეიდა, თუ გადავრჩი მოვალ.

სანამ ვუყურებდით როგორ გარბოდა, ეზოში სროლისა და ყვირილის ხმა გაისმა. სისხლის ნაკვალევს გამოყვნენ და ჩვენს სახლთან დაახლოებით ოცი შეიარაღებული ადამიანი მოვიდა. სახლი მთლიანად ააყირავეს, ყველაფერი გადმოყარეს, რაც მოეწონათ წასაღებად გაამზადეს.

- ვინ არის ეს ბიჭი სურათზე?(ერთერთმა ჰკითხა ბებიას )

- ბიძაშვილია ჩემი...

- ჩემი მეგობარი იყო, ერთდ ვიბრძოდით აფხაზეთში, დადეთ ყველაფერი და წავედით ამ სახლიდან. გასცა ბრძანება და გავიდა....

-ბებია ვინ იყო ის ბიჭი ?

-ზვიადისტი.

-ვინ არიან ეს კაცები ?

-მხედრიონელები შვილო.

-და ვინ არის ზვიადი?

როცა გაიზდები მოგიყვები და იამაყებ.

იმის მერე, რამდენი რამ მოხდა: შევარდნაძის და მისი მთავრობის უბედური საქართველო; სააკაშვილის კენგურუს ნახტომი - ბნელი თბილისიდან სინათლის ქალაქამდე (დიდი პროგრესით და ბევრი შეცდომებით);

ოცნების 8 წელი, რომლის ახდენილ ოცნებებსაც უკეთ შემდგომში შევაფასებთ.

იყო ომი, მშვიდობა, შიში, სიყვარული, ტკივილი, სიხარული და მაინც ყველაზე ამაღლებული და დიდებული გრძნობა თავისუფლების. გილოცავ პრეზიდენტო“, - წერს ლიკა ქორქია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×