logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: მივესალმები, რომ დარჩეს თაობებს ზვიად გამსახურდიას მუზეუმი, სადაც მან გაურკვეველ ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე
- +

1 აპრილი. 2019. 13:38

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგადად, უახლეს ისტორიაში იმდენი ცუდი რამეა, განსაკუთრებით კი 90-იან წლებში, რთულია, ვინმეს პიროვნულ ღირსებას შეეხო. ამიტომაც მივესალმები, რომ იყოს და დარჩეს თაობებს ზვიად გამსახურდიას მუზეუმი, სადაც მან გაურკვეველ ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე.

 

ვერავინ უარყოფს ვერც მის დამსახურებას და ვერც შეცდომებს... სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იმ წლების ავბედითმა პოლიტიკამ ბევრი რამ განსაზღვრა დღევანდელ რეალობაში...

 

საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც მისტირიან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანდის მეთაურს, რომელიც მოგვიანებით კულტურას განაგებდა ქვეყანაში და დღის წესრიგს ადგენდა მნიშვნელოვან სფეროებში... მერე რა, მან თურმე კარგად იცოდა ინგლისური და წიგნების კითხვა უყვარდაო...

 

საქართველოში დღეს კიდევ არიან ადამიანები, ვინც მისტირის „ნაცების“ 9 წელს და ლამობს სააკაშვილს...

 

სამაგიეროდ!

 

დღეს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქველმოქმედება და სიკეთე დასაცინია და დასცინის ის, ვისაც ლარი არ აქვს სხვაზე მიცემული პურის ფულად.

 

დასცინის ის, ვინც ერთხელ არ შეწუხებულა სხვის გამო...

 

ალბათ, დიდი დრო იქნება კიდევ საჭირო, რომ მივხვდეთ, რატომ და როგორ გარდაიცვალა გამსახურდია; ვის რა წვლილი მიუძღვის იმ დროის მოვლენებში, დროის რომელმაც ჩვენი სამშობლო ყველაზე რთულ გზაზე დააყენა.

 

...და არავინაა ამაში ისე დამნაშავე, როგორც უახლოესი გარემოცვა და ყველაზე ახლობელი ადამიანები!!!

 

მე მახსოვს სვანეთის უღელტეხილზე ფეხით გადმოსული ადამიანები, მახსოვს ფეხშიშველა გამოქცეული ლტოლვილები, მახსოვს ვერაზე ჩახოცილი თორაძეები, მახსოვს აოხრებული ზუგდიდი და მთლიანად დასავლეთ საქართველო. მახსოვს კაკო ელიავას ლიკვიდაცია, მახსოვს ავტომატების კაკანში ჩაძინებული თბილისი, მახსოვს ეზოში დანთებულ ცეცხლზე მეზობლების ერთად მომზადებული საჭმელი, მახსოვს სიმშვიდის ოაზისი - აჭარა...

 

მახსოვს... მახსოვს, როცა დალაგება დაიწყო ქვეყანამ... მახსოვს ფლიდი და ფარისეველი სააკაშვილის რეჟიმიც!!!

 

საქართველო პარადოქსების ქვეყანაა...“ - წერს არველაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×