logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ნახეთ, 1992 წელს რას წერდა ზვიად გამსახურდიაზე ეს გარეწარი სააკაშვილი!
- +

1 აპრილი. 2019. 14:25

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნახეთ, 1992 წელს რას წერდა ზვიად გამსახურდიაზე ეს გარეწარი სააკაშვილი. ეს საქონელი!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

მიხეილ სააკაშვილი ზვიად გამსახურდიაზე: ის ტირანია, რომელიც სადამ ჰუსეინს ჰგავს - (სკანდალური დოკუმენტი)

 

 

„გამსახურდიამ დაიწყო როგორც დისიდენტმა და დაასრულა როგორც ტირანმა, ის სადამ ჰუსეინს ჰგავს“, – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1992 წელს, პოლონურ გამოცემასთან („ვპროსტი“) მიცემულ ინტერვიუში.

 

„კავკასიელი ჰუსეინი“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია პოლონურ ყოველკვირეულ გამოცემაში, რომლის ავტორიც მარია გრიჟაკი გახლდათ. სტატია, რომელიც 1992 წლის იანვრის თვეში დაიბეჭდა, მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, მაშინ, როდესაც სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის“ წევრიც არ გახლდათ. ის ამ პერიოდში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში. შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად.

 

სტატიის დასაწყისში ნათქვამია – ზვიად გამსახურდიამ მოუწოდა ამერიკელ ხალხს – „ჯორჯ ბუში არ არის თქვენი პრეზიდენტი…“

 

ინფორმაცია ექსკლუზიურად პოლიტოლოგმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ და პოლიტპატიმარმა ალექსანდრე ახალკაცმა „მარშალპრესს“ მიაწოდეს.

 

„მარშალპრესი“ გთავაზობთ გაზეთიდან ფოტო-სქრინს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner