logo_geo
eng_logo
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მონაცემები უბრალო სტატისტიკა არ არის
- +

2 აპრილი. 2019. 02:15

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მონაცემები: კენჭისყრაში მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის 3.326.100 ამომრჩეველი. შეკითხვას, - „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - დადებითად უპასუხა 3.295.493 ამომრჩეველმა, ანუ 99.08 პროცენტმა.

 

ეს უბრალო სტატისტიკა არ არის, რადგან 31 მარტის ისტორიულმა მოვლენამ - საყოველთაო რეფერენდუმმა რეალურად გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას; ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ახლანდელი განდგომილი მხარეების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - ჩათვლით, მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×