logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: მომიტევეთ, უბრალოდ, ასე მეფიქრა!
- +

2 აპრილი. 2019. 13:57

 

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „გეორგია - შენი პროექტია“-ს ავტორი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამშობლოს ხეს, ოფლთან ერთად, წმინდა, მოწამებრივი სისხლიც სჭირდება სარწყავად!“ - ბრძანა აკაკი წერეთელმა.

 

რაც დრო გადის, ღმერთო, მაპატიე, მაგრამ ვრწმუნდები, რომ სისხლით საზღაურის გარეშე, ჩვენში უნიათობის, გულგრილობის, ბოღმის, შურის, საქართველოს მოძულეობის, უსიყვარულობის, დაუნდობლობის, ფარისევლობის, მოჩვენებითობის, მოღალატეობის ცოდვები, ვერ ჩამოგვერეცხება! დიდხანს გვითმენს უფალი და დიდხანს გვიფარავს ღვთისმშობელი, სამშობლოზე ზრუნვას და პასუხისმგებლობას გადაჩვეულებს!

 

გვითმენენ იმიტომ, რომ ვუყვარვართ!

 

მაგრამ უკვე სამართლიანობა ითხოვს ჩვენს დასჯას, რომ მთლიანად არ გადავჯიშდეთ!

 

რადგან ჩვენ, ერი, თითქოს დადამბლავებულნი, იმუნიტეტგამოცლილნი, სხვის ხელშემყურენი, აღარ ვიბრძვით მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის! ვიმეტებთ შვილებს უცხო ქვეყნებში გადასახვეწად!

 

იმიტომ, რომ სამშობლოში პერსპექტივას ვერ ვუქმნით!

 

ღმერთი უსაზღვრო სიყვარულია, მაგრამ სამართლიანად მკაცრიც!

 

მომიტევეთ, უბრალოდ, ასე მეფიქრა!“ - წერს ირაკლი შიხიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner