logo_geo
eng_logo
მანანა არჩვაძე-გამსახურდია სანდრა რულოვსს: შენ და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას?!
- +

2 აპრილი. 2019. 18:37

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:

 

„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან“ დღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალო – პირველი და უმთავრესი – კოდორის გადაცემა რუსეთისთვის, სამაჩაბლოს 114 სოფლის ჩაბარება რუსეთისთვის, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტების ჩუქება რუსეთისთვის, ტერორისტული აქტების მოწყობა საქართველოს მოსახლეობისათვის, საქართველოს მოსახლეობის დაინვალიდება, ჯანმრთელი მოქალაქეების ორგანოებით ვაჭრობა, ბიზნესის დატერორება და მათი ქონების ხელში ჩაგდება, აჭარის ფაქტობრივი ჩაბარება გიულენისათვის ორმხრივი გარიგების საფუძველზე, საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, ტუბერკულოზით დაავადებული მოქალაქეების მედიკამენტების გარეშე დატოვება, უდიპლომო ე.წ. ექთნის სტატუსით ჯანმრთელობის სამინისტროს პირად კონტროლზე აყვანა, რომელსაც ჯალათი ქმრის ხელშეწყობით ახორციელებდი საავადმყოფოებზე კონტროლს – ორგანოებით ვაჭრობასა და ასევე უცხოეთიდან შემოტანილი ვაქცინებით ახალშობილების დაინვალიდებას, უცხოეთში შავი ფულის გათეთრებას და ბანკებში განთავსებას, დანარჩენს სასარჩელოსათვის შემოვინახავ – შენ ქმარ-შვილს, დედამთილს, თ.ალასანიას, შენ მშობლებსა და ძმას დამტვრეული ავეჯით მოვაჭრე მაკლერებს ერთად გაგისწორდებით“, - წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×