logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: ყოველთვის პატივს გცემდი, მაგრამ ეს პატივისცემა გაასმაგდა მას მერე, რაც გავიგე, რომ...
- +

2 აპრილი. 2019. 19:24

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის მისამართით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს გცემდი, მაგრამ ეს პატივისცემა გაასმაგდა მას მერე, რაც გავიგე, რომ ზურას შვილი ყოფილხარ! იმ ზურა ჩიხლაძის, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ თვითმფრინავში, სოხუმის მისაშველებლად რომ კოპიტნარიდან გაფრინდა! ეს იყო ბოლო თვითმფრინავი, რომელიც სოხუმს მიეშველა! ზურა, განახევრებულ ქუთაისის ბატალიონს, ცოცხალ-მკვდარი ჩამოჰყვა ქუთაისში და ძალიან მალე გულით დაიღუპა...

 

...ასე იბრძოდნენ და მერე მარადისობაში გადადიოდნენ საქართველოსთვის კაცები!!! მე მიყვარს ისინი, მათი თავდადება და მათი შვილები, მათი მონაგარი!

 

...ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ადამიანო, ქართველო!

 

ზურა ჩიხლაძეს, მამაშენს კი - საუკუნო ხსენება და ნათელი!“ - წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner