logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გარეწარ სააკაშვილს და მის ნაცსექტას ძალაუფლებას ვერავინ წაართმევდა
- +

4 აპრილი. 2019. 00:57

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი  სოციალურ ქსელში წერს:

 

„როგორც უნდა აკრიტიკოთ ბიძინა ივანიშვილი, ერთი რამ ცხადია და ამ სიმართლეს ვერავინ გაექცევა:

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გარეწარ სააკაშვილს და მის ნაცსექტას ძალაუფლებას ვერავინ წაართმევდა!

ვერავინ!

 

და ამას ადასტურებს არა ემოციური შეფასებები - "კარგი" და "ცუდი", არამედ ბოლო 6 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები.

 

დეტალიზებაც შემიძლია, - რა და რატომ მოხდა, მაგრამ, უპირველესად, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენამდეც ებრძოდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს:

 

რატომ, რატომ ვერ შევძელით მანამდე მისი დამარცხება?!

თუნდაც დაგვემარცხებინა, რამდენ ხანს შევძლებდით ხელისუფლების შენარჩუნებას?!

რამდენ ხანს გავუძლებდით ბოროტი რევანშისტების შემოტევას?!

 

კარგად დააკვირდით ნაცსექტის მოქმედებებს და მათ შესაძლებლობებს, - მართალია, მილევადს, მაგრამ მაინც ეფექტიანს, - შევძლებდით ამ უტიფარი გარეწრების ამოძირკვას საქართველოს პოლიტიკური ველიდან?!

 

ახლა კი, როცა ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს ვუყურებ და მათი ქარაგმული გამონათქვამები მესმის, მინდა, მივმართო მათაც და სხვებსაც:

რა დაგაკლოთ?!

"დამავოიში" ხომ არ ჩაგწერდათ?!

 

  1. S. ამ "პავლიკ მოროზოვებზეც" ნუ ნერვიულობთ:

არც ეგენი უშვილებია და ჩაუწერია "დამავოიში"!

 

  1. P. S. "დამავოი" საბინაო წიგნია. მაინც, რომ იცოდეთ“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×