logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ორიოდ მოსაზრება სააკაშვილ-გვარამიას ჟღურტულზე...
- +

4 აპრილი. 2019. 13:57

 

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორიოდ მოსაზრება სააკაშვილ-გვარამიას ჟღურტულზე...

 

ვფიქრობ, ეს ინტერვიუ არ იყო გათვლილი საქართველოს მოსახლეობაზე, მით უმეტეს ნაციონალი ელექტორატის შენარჩუნებაზე, ელემენტარულად, შვიდი წელი ნაძახები „ჩვენ არ ვკლავდით, ჩვენ არ ვაუპატიურებდით, ეს „ობიექტივმა“, „ასავალ-დასავალმა“ ბედუკაძემ მოგვიგონა და დაგვაქცია, „ერთი ხელის მოსმით გაანადგურა!“ „ჩვენ ვკლავდით, ჩვენ ვაუპატიურებდით, მაგრამ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა“ - ეს სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება გახლდათ! აღიარა, მაგრამ არც ამჯერად გამოუთქვამს სინანული! მან აღიარა ივანე მერაბიშვილის ბოროტმოქმედებაც, ხაზი გადაუსვა აქამდე მისი და მისი გუნდის ნაქადაგარ სიტყვა „პოლიტპატიმარს“ და წუხილი გამოთქვა, რომ დროზე არ შეელია ამ პარტიის შემარცხვენელ ბოროტმოქმედს!

 

სააკაშვილი (გვარამიაც) გარეწრები არიან, მაგრამ არა იდიოტები, ისმის კითხვა, მაშ, რაში დასჭირდათ იმის სახალხოდ მოყოლა, თუ რა ნაძირლები არიან? ვფიქრობ, ეს ინტერვიუ საკმარისია ითარგმნოს რუსულ ენაზე და ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელი გახდება, ვის ესაუბრებოდნენ რესპონდენტ-კორესპოდენტი... მიშა და ნიკოლოზი საუბრობდნენ „კაგებე“-„გრუს“ და პირადად, ვლადიმირ პუტინის ყურებისთვის! მათ საამებლად და ერთგულების დასამტკიცებლად! მათ ლამაზად აუხსნეს პუტინის ანალიტიკურ სამსახურებს, რომ „დემოკრატია“ და სხვა უხერხულობები, რაც რუსეთს არ ესიამოვნება, არც ყოფილა და არც იქნება მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გამოთქმით გაიმეორეს, რომ NATO-ში შესვლის სურვილი დიდად არ აწუხებთ (მე, უბრალო მოკვდავს რომ მეთქვა ანალოგიური, სამშობლოს ღალატის მუხლი და ციხე გარანტირებული მექნებოდა), რამდენჯერმე და ფრიად ხაზგასმით გაიმეორეს (სიტყვა-სიტყვით ვციტირებ სააკაშვილს) საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო და რუსეთის ბოსტანი!

 

ჩემთვის ნამდვილად არ იყო აღმოჩენა მიხეილის მორჩილება რუსული სპეცსამსახურებისადმი, მისი ოჯახის პატრონი ვერც იქნებოდა სხვანაირი. არც ის იყო გასაოცარი, თავის „ნამესტნიკად“ საქართველოში პირდაპირ „კაგებეს“ კადრი ვაშაძე რომ დადო! უბრალოდ, ჩემთვის ამოცანად რჩება, იმ საბრალო ელექტორატმა, რომლებიც მიშას აღმერთებდნენ პუტინთან „შეუდრეკელი ბრძოლისთვის“, აწი რა ჩემი... უნდა ქნან?“ - წერს თოფურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×