logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ვუცდი სასამართლო პროცესის დასრულებას და ყველა დოკუმენტი საჯარო გახდება...
- +

5 აპრილი. 2019. 13:11

 

„დაიწყო სასამართლო პროცესი - „ზაზა სიამაშვილი GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის) წინააღმდეგ!“ აქა ამბავი, თუ როგორ არ მოეწონა ჟანდარმ-ზონდერ ამხანაგ მარინა იოსელიანს ჩემი სტატუსი, როგორ მომიწყო სასამართლო, როგორ იბარებდა ლექტორებს და აფრთხილებდა, რომ ამოვეშალე facebook-დან... ჰო, ზუსტად ასე...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლექტორი ზაზა სიამაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„(სხვათაშორის ბაკურ სვანიძე არის პირველთაგანი, ვისაც ეს შეტყობინება წავუკითხე), შემდეგ ააგორა და ააგორა - დარაზმა გუნდი და დაიწყო ჩემი ლანძღვა-გინება, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა... ვუცდი სასამართლო პროცესის დასრულებას და ყველა ეს დოკუმენტი საჯარო გახდება...

 

წინასწარ გთხოვთ, არ მკადროთ, რომ ვინმე დავინდო... თქვენი ახლობლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ იმ დოკუმენტებში... რას ვიზამთ... ვისაც ეს არ გესიამოვნებათ, წამშალეთ... არ იქნებით პირველი...

 

ბაკურ სვანიძე - შენ განსაკუთრებული მადლობა თანადგომისთვის, რომელსაც ლამის პირველი წუთებიდან იჩენდი! გუშინაც ამომიგდო აქაურმა მეხსიერებამ, თორემ ისედაც რა დამავიწყებს... ასევე დიდი მადლობა ბექა ვარდოსანიძეს მისი თანადგომისთვის, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს! კიდევ უფრო დიდი მადლობა ჩემს სტუდენტებს - ყოფილებს, რომელთანაც დღესაც მაკავშირებს საოცარი მეგობრობა, თუმცა, ზოგიერთს შეეშალა, მაგრამ არა უშავს...

 

კიდევ ერთხელ, ძალიან გთხოვთ, ნურც მე, ნურც საკუთარ თავს ნუ აკადრებთ, რომ მთხოვოთ - „ჩემი ახლობელია და ნუ ახსენებო“! ვიცი, არ გესიამოვნებათ და ამიტომ წინასწარ ამომშალეთ, დამბლოკეთ...“ - წერს ზაზა სიამაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×