logo_geo
eng_logo
„ესეც მორიგი უნიკალური ვიდეო“ - გიორგი კალანდია ზვიად გამსახურდიას ვიდეოს აქვეყნებს
- +

7 აპრილი. 2019. 02:55

 

 

„როგორც დაგპირდით, ამ საიუბილეო წელს გზადაგზა გამოვაქვეყნებ უნიკალურ კადრებს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებიდან“, - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და შემდეგი სახის პოსტსა და ვიდეოს აქვეყნებს:

 

„ესეც მორიგი უნიკალური ვიდეო, ზვიად გამსახურდია აფხაზეთში, სოხუმი დაცემულია, ის კი ხვდება საქართველოს დანაწევრებულ და დაფანტულ სამხედრო ნაწილებს იმ იმედით რომ სიტუაციას გამოასწორებს, თუმცა უშედეგოდ, აფხაზეთი განწირულია. შევარდნაძის პროპაგანდა კი ამტკიცებს რომ ზვიადმა და მისმა ნაწილებმა დახმარებაზე უარი თქვეს, თითქოს თბილისისკენ მიიწევენ და თითქოს ლტოლვილებს გზა გადაუკეტეს“, - წერს გიორგი კალანდია.

 

  

რედაქციისგან: აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელსაც გიორგი კალანდია ავრცელებს, სოციალურ ქსელში დარეჯან კვარაცხელია შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"ეს კადრები ჩემი გადაღებულია ოჩამჩირეში, შტაბში 1993 წლის სექტემბერში. ზუგდიდის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა თორნიკე ქირიამ წაგვიყვანა. ამ კადრებს აქვს საინტერესო გაგრძელება..." - წერს დარეჯან კვარაცხელია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×