logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ყველა წესიერად დავფიქრდეთ და ისე ვიმოქმედოთ
- +

8 აპრილი. 2019. 16:07

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიულო საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„წავიკითხე და რამდენიმე საინტერესო ფრაზას მივაქციე ყურადღება:

 

- ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა, შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

. . . . .

- ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ევროპულ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენ მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ, დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია.

 

ცხადია, თუ გარკვეულ ემოციებს გვერდზე გადავდებთ და რეალურად, მშრალად შევხედავთ არსებულ ვითარებას, ძალიან ძნელია, არ დაეთანხმო. ერთსაც დავამატებ - ამ ფაქტობრივად საპროგრამო დოკუმენტს წესიერად გააზრება და მიყოლა სჭირდება. კრიტიკა კარგია, მაგრამ უიმედობის გამომჟღავნება - ისევ გვატყუებენ, ისევ სათავისოდ წერენ და ა.შ. კლავს სამშობლოს უპირობო სიყვარულს. კლავს იმ მუხტს და ემოციას, რომელიც კიდევ შეგვაძლებინებს, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოვაქციოთ.

 

მე რეცეპტს არ გთავაზობთ. სხვებს ნუ შევხედავთ, ყველანი წესიერად დავფიქრდეთ, და ისე ვიმოქმედოთ.

 

უამრავი რამაა გასაკეთებელი“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×