logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: მახსოვს ჩემზე აღმართული ხელკეტები და ალესილი ნიჩბები... ვიცოდი, რომ ვკვდებოდი...
- +

9 აპრილი. 2019. 14:14

 

„1989 წლის 9 აპრილი ჩემ გონებაში ყველაზე ღრმად ჩაბეჭდილი თარიღია“, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყოველთვის მახსენდება და კვლავაც გამახსენდება იმ ღამის დრამატული კადრები: ჩვენი საოცარი ერთსულოვნება, რუსთაველის გამზირზე შემოსული ტანკები, ხალხის უმოწყალო ჩეხვა საბჭოთა ოკუპანტების მიერ, ხალხის გმირული შემართება და შეძახილები... მახსოვს როგორ ჩავხტი ტრიბუნებიდან ხალხის შუაგულში, რომ ჩემს თანამემამულეებს გადავფარებოდი... ჩემს თავს იმის უფლებას არ მივცემდი, რომ უკან დამეხია და ამ ჯოჯოხეთური შეტაკების დროს იქ მდგომი ჩემი თანამემამულეები, ქალბატონები, პატარა გოგონები დამეტოვებინა! მახსოვს ჩემზე აღმართული ხელკეტები და ალესილი ნიჩბები... როგორ ვკარგავდი გონებას და ვიცოდი, რომ ვკვდებოდი...

 

დღესაც ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ 9 აპრილს თავს ვწირავდი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ეს, რა თქმა უნდა, იყო დიდი ტრაგედიის დღე. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა ჩვენი თანამემამულეები, დაიღვარა წმინდა სისხლი... მაგრამ გვახსოვდეს, რომ 9 აპრილი იმავდროულად არის ჩვენი ერის უდიდესი მორალური და პოლიტიკური გამარჯვების დღე! ეს არის შემობრუნების წერტილი ჩვენს უახლეს ისტორიაში!

 

იური როსტის ფოტო: მე, მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი“,  - წერს ირაკლი ბათიაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×