logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, ქალბატონო პრეზიდენტო!
- +

10 აპრილი. 2019. 14:18

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უზენაესი საბჭოს წევრთა - დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერთა და საზოგადოების წინაშე წარსდგა ორი დროშის ფონზე.

 

სიმბოლურია, რომ სახელმწიფო დროშასთან ერთად გამოიფინა სახელმწიფო დროშა, რომელიც საქართველოს ჰქონდა დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს. ეს დროშა ჰქონდა საქართველოს პირველ რესპუბლიკასაც. ამ დროშით ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დროშის ქვეშ ვიდექით 9 აპრილსაც.

 

დროთა კავშირი აღდგა და საზოგადოებაში გაჩენილი ბზარები ნელ-ნელა, სწორედ ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილებებით გამთელდება.

 

შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, ქალბატონო პრეზიდენტო!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner