logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: 1992 წლიდან 2018 წლის ჩათვლით არც ერთ პრეზიდენტს თავში აზრად არ მოსვლია, ეს თარიღი აღენიშნა!
- +

10 აპრილი. 2019. 17:27

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მაინც პრეზიდენტის ინსტიტუტი. პერსონებისგან დამოუკიდებლად. ამიტომაც პრეზიდენტის სასახლეში 9 აპრილის ორივე თარიღის (1989, 1991) აღნიშვნა არის დადებითი ამბავი. თორემ ყველა პუტჩისტი, მკვლელი, ГРУ-ს მეავტომატე, ჯალათი სასარგებლო იდიოტებთან და თავიანთ აზრებთან ერთად 100 000-ჯერ რომ ჯოჯოხეთის გეენაში მყავს გასტუმრებული, არასოდეს ყოფილა საიდუმლო.

 

1992 წლიდან 2018 წლის ჩათვლით არც ერთ პრეზიდენტს თავში აზრად არ მოსვლია, ეს თარიღი აღენიშნა! ან დაეპატიჟებინა ის ხალხი, ვის კისერზეც გადაიარა ამ ბრძოლამ.

 

წერტილი“, - წერს გამსახურდია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner